ფესტივალი „საჩუქარი“ საზეიმოდ  17 ოქტომბერს გაიხსნება და 17 ნოემბერის ჩათვლით გაგრძელდება. მაყურებელს საშუალება ექნება დაესწროს მსოფლიო სახელოვნებო შედევრებს,  ქართულ თეატრალურ სივრცეში იხილოს საშა ვალცი, დიმიტრი კრიმოვი, დადა მასილო, რიმას ტუმინასი და სხვა...  ეწვიეთ ფესტივალის ოფიციალურ ვებგვერდს

15-ოქტომბერი-2015, 09:03

გიორგი ერისთავის სახელობის კომედიის ფესტივალი მეორედ გაიმართა. ფესტივალი 7 ივნისს გაიხსნა და 21 ივნისს საზეიმოდ დაიხურა. ფესტივალში მონაწილეობას  14 თეატრალური დასი იღებდა. ჟიურის გადაწყვეტილბით სხვადასხვა ნომინაციებში წარდგენილები და გამარჯვებულები გამოვლინდნენ. როგორც ჟიურის თავმჯდომარემ, საჭიროდ ჩავთვალე შემაჯამებელი წერილი გამომექვეყნებინა შეფასების ამოსავალი პრინციპების თვალსაჩინოებისათვის. ჟიურის სრული შემადგენლობის სახელით ვულოცავ 2015 წლის კომედიის ფესტივალის ნომინაციებში წარდგენილებსა და გამარჯვებულებს!     

26-ივნისი-2015, 15:24

თეატრალური ფესტივალის იდეა  მისმა ორგანიზატორებმა საინტერესო, მულტიკულტურული მნიშვნელობის არტეფაქტს დაუკავშირეს, რომელიც „აია სოფიას“ აღმოსავლეთ კედელზე, 1450-1850 წლებს შორის უნდა იყოს ამოტვიფრული...

16-მაი-2015, 22:03

29-აპრილს და 1 მაისს, ოზურგეთის ალექსანდრე წუწუნავას სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში პრემიერა გაიმართება.

პირველად ოზურგეთის თეატრის 147 წლის ისტორიაში მსოფლიოში აღიარებული დრამატურგის ჟან ანუის „ანტიგონე“ დაიდგმება...

24-აპრილი-2015, 16:29

“თეატრალური ხელოვნების ცენტრის” ინიციატივით იმართება თეატრის ახალგაზრდა კრიტიკოსთა სემინარი, რომელსაც წარუძღვება თეატრის კრიტიკოსი მარკ ბრაუნი (შოტლანდია, გაერთიანებული სამეფო). სემინარი ჩატარდება თბილისში, მოიცავს ორ დღეს, 19-20 აპრილს

 

application-form.docx [11 Kb]

25-მარტი-2015, 08:02

4 მარტს, 18 საათზე, ილიაუნის თეატრში (ჭავჭავაძის #32) ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამედროვე ქართული თეატრის კვლევის ცენტრი გამართავს კვლევის „ქართული თეატრი 2014 წელს“ პრეზენტაციას...

02-მარტი-2015, 18:59

რეგიონული თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელებთან დიალოგები გრძელდება. თეა კახიანი ესაუბრა ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს, გიორგი სიხარულიძეს. მიუხედავად იმისა, რომ თეატრის ბიუჯეტი საგრძნობლად გაიზარდა, გადაუჭრელი პრობლემები კვლავ ბევრია... 

28-თებერვალი-2015, 20:41

წარსული მიღწევებით მანიპულირება დიდი ხანია ჩვენი კულტურის და ხასიათის ნაწილად იქცა. საჭიროების მიხედვით, წინაპრების სახელებსა და გვარებს ისე ამოვიყენებთ ხოლმე გვერდზე, როგორც კარგად ნაცადსა და გამოყენებად იარაღს, რომლის ტარების უფლებაც ყველას აქვს. "საქართველოს თეატრალური საზოგადოებისთვის" იარაღად ქცეულ ილია ჭავჭავაძეს, თუ ადრე თეატრალთა პირველი პროფესიული გაერთიანების მართვა ევალებოდა, დღეს მისი ხელშეუხებლობის გარანტია...

17-იანვარი-2015, 23:46

საკმაოდ დიდხანს ვგეგმავდით გორის გიორგი ერისთავის სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელ სოსო ნემსაძესთან ინტერვიუს ჩაწერას. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც გორში კომედიის ფესტივალი გაიმართა და ახალი სიცოცხლე და ელფერი მისცა რეგიონის თეატრალურ ცხოვრებას. გარკვეული მიზეზებით, და უფრო მეტად იმ მიზეზით, რომ თეატრალური კრიტიკა ვერ ახერხებს სხარტად უპასუხოს მიმდინარე პროცესებს, ინტერვიუმ ამ დრომდე დაიგვიანა... 

24-ნოემბერი-2014, 14:26

11 ნოემბერს, 12:00 საათზე,  მიხეილ თუმანიშვილის სახ. კინომსახიობთა თეატრის ფოიეში გაიმართება, მ. თუმანიშვილის სახ. ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის "საჩუქარი" და   "სანქტ–პეტერბურგის თეატრალური სეზონი – თბილისი 2014" –ის ორგანიზატორთა ერთობლივი პრესკონფერენცია. 

11-ნოემბერი-2014, 02:19

2014 წელი ჭიათურის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო პროფესიული დრამატული თეატრისთვის საიუბილეოა. მას დაარსებიდან 120 წელი შეუსრულდა.

საიუბილეო ღონისძიებების ჩამონათვალში შევიდა საგასტროლო ტურნე, რომლის ორგანიზებაც საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით მოხერხდა...

28-ოქტომბერი-2014, 14:49

2014-15 წლების თეატრალური სეზონი ზესტაფონის უშანგი ჩხეიძის სახელობის სახელმწიფო პროფესიულმა დრამატულმა თეატრმა რეპერტუარის განახლებით დაიწყო. 
28 და 29 ოქტომბერს, 18:00 საათზე, თეატრი გეპატიჟებათ ნანუკა სეფაშვილის "გენმოდიფიკაციაზე", რომელიც რეჟისორმა სოსო ნემსაძემ განახორციელა..

28-ოქტომბერი-2014, 01:31



გამოკითხვა
სტატისტიკა